{{ARTICLEIMAGE}}
ოპოზიციური პარტია “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი თბილისის მერის “გაწიწმატების” მიზეზად პოლიტიკოსის მიერ მერის მხილებას ასახელებს.
“რა ინტელექტი და გაქანებაც აქვს, იმით გადის იოლად. სამწუხაროა, რომ მსოფლიოში უდიდესი კულტურით და ეთიკით, მეცნიერებით ცნობილი საქართველოს დედაქალაქის მერია. ის ასეთ ფრაზეოლოგიას იყენებს ოპონენტებთან ურთიერთობაში, რისთვისაც მე ვუხდი ბოდიშს თბილისელებს”,განაცხადა შალვა ნათელაშვილმა “ტვპირველის” ეთერში სატელეფონო ჩართვის დროს.
ოპოზიციური პარტია “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერმა დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე ასეთი კომენტარი გააკეთა:
“საშინელი ტრაგედია მოხდა, უდიდეს სამძიმარს ვუცხადებ დაზარალებულებს და სრულიად საქართველოს. ეს შესაძლებელი გახდა სახელმწიფო კორუფციისა და უპასუხისმგებლობის გამო, როგორც მოგეხსენებათ, “ყაზტრანსგაზი” ხელში ჩაიგდო კახი კალაძემ და მაფიოზა ბეჟუაშვილმა, რომლებმაც გააფორმეს ოფშორში და გადავიდნენ მარტო გადასახადის ამოგლეჯვაზე და უსაფრთხოება დაიკიდეს ფეხებზე. მე მოვითხოვ, პასუხისგებაში მიეცეს ეს ორი დამნაშავე პერსონალურად დ დამონტაჟდეს სენსორები ყველა ოჯახში ქალაქსა და სოფელში, სადაც გაზია შეყვანილი. იმიტომ, რომ ჩვენ წელიწადში ვკარგავთ 30-ზე მეტ ადამიანს გაზის აფეთქების შედეგად და უპასუხისმგებლობის გამო უპირველესად”.