ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორობიდან გადააყენეს

აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრთა უმრავლესობით დირექტორის თანამდებობიდან ნათია კაპანაძე გათავისუფლდა.

საბჭოს ხუთი წევრიდან 4-მა წევრმა ხმა მისცა კაპანაძის თანამდებობიდან ვადამდელ გათავისუფლებას.

11 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა, მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს მიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ნათია კაპანაძის  უნდობლობის პროცედურის დასაწყებად.

გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიის დირექტორად თორნიკე მჟავანაძის არჩევას აპირებენ.

მანამდე კი დროებით, აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოვალეობას მისი მოადგილე ნათია ზოიძე შეასრულებს.