პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სალომე ზურაბიშვილს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში კანდიდატად კომუნიკაციების კომისიიდან წამოსული, გიორგი ფრუიძის კანდიდატურა შესთავაზა. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.
გიორგი ფრუიძემ კომუნიკაციების კომისიაში თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანი ნათია ლაზაშვილი გახდა და კანონის თანახმად, ინტერესთა კონფლიქტი გამოიკვეთა.
გიორგი ფრუიძემ კომუნიკაციის კომისიის წევრის თანამდებობაზე 2015 წლიდან 2019 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა.
2018 წელს კომუნიკაციების კომისიაში გიორგი ფრუიძემ 192 ათას ლარზე მეტი გამოიმუშავა, სემეკის წევრების ხელფასი კი დაახლოებით 130 ათასია.
მაუწყებლობის შესახებ კანონით (მუხლი 11), კომისიის წევრს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ მისი ოჯახის წევრი ანაზღაურებად საქმიანობას ასრულებს იმ პირისთვის, რომელიც კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში შედის.