ნათია ლაზაშვილის ქმარმა პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა

რუსთავი 2-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, ნათია ლაზაშვილის ქმარმა, გიორგი ფრუიძემ, რომელიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრია, პარლამენტს უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ On.ge ავრცელებს. 

მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, კომისიის წევრს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ მისი ოჯახის წევრი ანაზღაურებად საქმიანობას ასრულებს იმ პირისთვის, რომელიც კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში შედის. 

ფრუიძეს ინტერესთაა კონფლიქტი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ნათია ლაზაშვილი ცხრასაათიანი კურიერის წამყვანი გახდა.