ნატოს გენერალური მდივანი საქართველოშია

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში 24 მარტს ჩამოვიდა. გენერალურ მდივანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე,საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი და პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი.
ნატო-ს გენერალური მდივანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს: საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან პარლამენტის თავმჯდომარეთნ და პარლამენტის წევრებთან.
იენს სტოლტენბერგი ასევე ეწვევა ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრება მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას.
სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში 25 მარტს დასრულდება.