ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააცილა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის წევრებთან.
სტოლტენბერგი ასევე ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ეწვია და ნატო-საქართველოს სწავლებას დაესწრო.
სტოლტენბერგის საქართველოს გუშინ 24 მარტს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესტუმრა.