საგარეჯოში, სასტიკად ნაწამები ძაღლი იპოვეს – ინფორმაციას და შემზარავ ვიდეოს სოციალური ქსელის მომხმარებელი ავრცელებს.
ვიდეოში ჩანს რომ ძაღლი დამწვარია და კიდურები არ აქვს. ცხოველი სავარაუდოდ ნაწამებია, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე ამის შესახებ ინფორმაცია არავის აქვს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ ვთაგავ! კანონის გამკაცრების გვირგვინია ეს ფაქტი ! საბრალო ცხოველები როდემდე უნდა ტანჯოს ამ ნაძირალა ხალხმა? ხტფუი მიმიფურთხებია ამ ნაძირალა მთავრობისთვის !!!!!! პ.ს. ვიყავი პოლიციაში. დავწერე განცხადება. შემპირდნენ რომ ყველაფერს ეცდებიან გაარკვიონ რა მოხდა და დამნაშავე იპოვონ, თუმცა დამნაშავის დასჯა უკვე პროკურატურას და სასამართლოს ევალებათ რომლებიც ზედმეტად ლოიალურები არიან ასეთ შემთხვევებში”-წერს მედეა ლომსაძე.