ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯიხურები დაიწვა

ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე  ჯიხური დაიწვა. ცეცხლი  50 კვადრატული მეტრი ფართობის ჯიხურს გაუჩნდა.

მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე მოახერხეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 5 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. 

შსს-მ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც  ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.