ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოში მეგაფონით მივიდა. მიზეზების შესახებ მან
ამის მიზეზს ჯანეზაშვილი feacebook-ის პირად გვერდზე განმარტავს.
„პირველი: საბჭოს წევრთა უმრავლესობა, რამდენიმე არამოსამართლე წევრის ჩათვლით არის ჩინჩალაძის რუპორი. ჩინჩალაძის რუპორია პარლამენტის მიერ არჩეული წევრი გზირიშვილიც, რომელიც თავის მდგომარეობას იყენებს და საკუთარი ხმით „ვაჭრობს“, რადგან საკუთარ შვილს მოსამართლეობისკენ გზა გაუკვალოს. ჯერ ისეთი მოსამართლე ვის რად უნდა, მამა რომ ეხმარება კარიერის აწყობაში.
მეორე: სხდომის მიმდინარეობისას მიკროფონის ჩართვა გიორგი მიქაუტაძის ნებართვის გარეშე ტექნიკურად შეუძლებელი გახდა. რაღაც ახალი ტექნიკური სისტემა დანერგა პირადი გადაწყვეტილებით. შესაბამისად იძულებული გავხდი სხდომებზე ვიარო რუპორით და საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენო, რათა ჩემი ხმა ისმოდეს“,- წერს ნაზი ჯანეზაშვილი.