ნაზი ჯანეზაშვილი მზადაა, თანამდებობა დატოვოს, თუ მოსამართლის თანამდებობებიდან ჩინჩალაძე, მურუსიძე და სხვა მოსამართლეები წავლენ. ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა თამარ ჩუგოშვილის გუშინდელ ინიციატივას, რომლითაც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კოლეგებს უვადო მოსამართლეების დანიშვნისა და იუსტიციის საბჭოს პრობლემის მოგვარების გზად პარლამენტის მიერ დანიშნული საბჭოს წევრების გამოწვევა შესთავაზა. მოსამართლეებთან ერთად მათ შორის არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილიც არის, რომელიც მუდმივად აკრიტიკებს საბჭოს მუშაობას. ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მისი უფლებამოსილების შეწყვეტაზე საუბარი მისთვის შეურაცხმყოფელია, თუმცა მზადაა ჩუგოშვილთან კონსულტაციები გაიაროს.