პარიზული მედიის ცნობით, ნეიმარს უკვე გადაწყვეტილი აქვს ზაფხულში გუნდის დატოვება და ის ყველა შემოთავაზებას განიხილავს. ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს პარიზულ გრანდში გადასვლას თავიდანვე უწუნებდნენ და როგორც ჩანს მისი პარიზული მოღვაწეობა დასასრულს მიუახლოვდა.
სიახლე არ არის ისიც, რომ მადრიდის რეალის თავკაცს ზინედინ ზიდანს სწორედ ბრაზილიელი ფორვარდის ხილვა სურს საკუთარ გუნდში და დიდი ალბათობით მადრიდელები ზაფხულში ნეიმარისთვის სერიოზულად იბრძოლებენ.
უთანხმოება ნეიმარსა და კლუბს შორის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ დაიწყო. ამის შემდეგ უკვე პრესაში აქტიურად დაიწყეს მის შესაძლო წასვლაზე საუბარი. ამას დაემატა საფრანგეთის თასის ფინალში რენთან წაგება და შემდეგში თანაგუნდელთან კონფლიქტიც. სცენარი თითქმის ისეთივეა, როგორიც ბარსელონაში ყოფნისას ბოლო სეზონი იყო. გახსენდებათ ალბათ მაშინაც გუნდის წარუმატებელ სვლას ჩემპიონთა ლიგაზე გუნდელთან უთანხმოება მოჰყვა და საბოლოო ჯამში ბრაზილიელმა კატალონიური კლუბი დატოვა.
ნეიმარი 2017 წლის ზაფხულში გადავიდა პარიზულ კლუბში, მან 57 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 50 გოლი გაიტანა.