ფრანგული მედიის ინფორმაციით, ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს პარი სენ-ჟერმენის დატოვება ამ ზაფხულშივე სურს.
მედიაში არ წყდება ჭორები იმის შესახებ, რომ ნეიმარი უკმაყოფილოა გუნდში არსებული სიტუაციით და მისი აზრით, ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგების პერსპექტივა არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, ის აქტიურად ეძებს ახალ კლუბს.
თუმცა აქამდე ცნობილი არ იყო რას ფიქრობდა პარიზული კლუბის უფროსობა ბრაზილიელი ფეხბურთელის გასხვისებასთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, არც კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი არ არის წინააღმდეგი ნეიმარს შეელიოს, მაგრამ გუნდს, რომელსაც თავდამსმხელის საკუთარ რიგებში ხილვა სურს შესაბამისი საფასურის გადახდაც მოუწევს.
თუ ვინ იქნება ის კლუბი, ვინც ნეიმარის გადაბირებას ეცდება და რა თანხა დაუჯდება მათ ეს ტრანსფერი ჯერ-ჯერობით უცნობია. ნეიმარის მომავალს მადრიდის რეალს აწერდნენ, თუმცა მადრიდულმა კლუბმა ამ ზაფხულში რეკორდული თანხა დახარჯა ტრანსფერებში და ნაკლებ სავარაუდოა ისინი ნეიმარით კვლავ დაინტერესებულნი იყვნენ. ასევე საუბარი იყო ნეიმარის ბარსელონაში დაბრუნებაზეც.