გუშინ “იმედის კვირაში” ირაკლი ოქრუაშვილისა და თანაგუნდელების შესახებ გავიდა სიუჟეტი, სადაც ოქრუაშვილს, სანიკიძეს, გელბახიანსა და კემულარიას ბალზაკის ასაკის კმარელები უწოდეს.
ირაკლი ოქრუაშვილი ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ბიძინა ივანიშვილის ცოლს ეკატერინე ხვედელიძეს მოუწოდა, ივანიშვილს ნიცშეს გარდა სხვა წიგნებიც წაუკითხოს, იმისთვის რომ ტერმინები სწორად იქნას გამოყენებული.
“ქალბატონო ეკა!!! ჩემი, როგორც ერთი რიგითი ქართველის თხოვნაა თქვენდამი, როგორც ჩემი ქვეყნის პირველი ლედის მიმართ. უმორჩილესად გთხოვთ, ნიცშეს გარდა იქნებ სხვა წიგნებიც წაუკითხოთ თქვენს მეუღლეს. მაგალითად, ბალზაკის “შაგრენის ტყავი” ან სხვა, რომ მიხვდეს ტერმინი “ბალზაკის ასაკი” ქალბატონებთან მიმართებაში გამოიყენება და არა გუბაზთან, კოტესთან ან ჩემთან.
გთხოვთ იმიტომ, რომ თქვენი მეუღლე ტვ “ნადეჟდაზე” ჩვენზე მორიგ სიუჟეტს რომ გააკეთებინებს კვლავ ასეთი გაუნათლებელი არ გამოჩნდეს.
ბალზაკის ასაკის კმარას სახელით”, წერს ოქრუაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.