ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრი 56 წლის ბრუნო ბრუინსი კორონავირუსის საკითხზე პარლამენტში გამართული დებატების დროს შეუძლოდ გახდა. მას დახმარება ადგილზე კოლეგებმა აღმოუჩინეს.
როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, მოგვიანებით მინისტრმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმეკვირიანი ინტენსიური მუშაობით გამოწვეული გადაღლილობით ახსნა.
„ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. სახლში მივდივარ დასასვენებლად“, – დაწერა მინისტრმა სოციალურ ქსელში.