ნიდერლანდებში, 17 წლის გოგონა საკუთარი ნებით, ლეგალური ევთანაზიის შედეგად გარდაიცვალა. მიზეზად მან განაცხადა, რომ ძალადობის მსხვერპლი გახდა და სიცოცხლის გაგრძელება აღარ შეეძლო.
ნოა პოთჰოვენმა სოციალურ ქსელში ბოლო პოსტი დაწერა, სადაც აღნიშნა, რომ მალე ცოცხალი აღარ იქნებოდა და სიცოცხლის დასრულების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
17 წლის მოზარდმა სექსუალური ძალადობის გამო მიღებული სტრესი და დეპრესია თავის ბიოგრაფიულ წიგნშიც აღწერა.
როგორც აღმოჩნდა, გოგონა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი პირველად 11 წლის ასაკში გახდა, 14 წლის ასაკში კი ორმა მამაკაცმა გააუპატიურა. მან მომხდარის შესახებ მშობლები საქმის კურსში არ ჩააყენა, რადგან რცხვენოდა.
“მე ვსუნთქავ, მაგრამ აღარ ვცხოვრობ”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ნიდერლანდებში ევთანაზია ლეგალურია. იმ ადამიანების უმეტესობას, ვინც ბოლო წლებში ევთანაზიით დაასრულა სიცოცხლე, განუკურნებელი სიმსივნე ჰქონდა.