„მთავარი არხის“ დამფუძნებელი და ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილ გენერალურ დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურაში ძაღლთან ერთად მივიდა. საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე მან ჟურნალისტებთან მოკლე განცხადება გააკეთა.
„სულ ვფიქრობ, რომ ძველი თანამდებობრივი დანაშაულები ხომ არ არის, მაგრამ აშკარად სხვა მუხლია – 220-ეა. გადავწყვიტე ტყუილად აქ სიარულს, სჯობს ძაღლი გამოვასეირნო ხოლმე, ამისთვისაც ვერ ვიცლი და აწი სულ ძაღლით მოვალ. ვერ ვაკადრებ ედგარს იმას, რომ შევიყვანო და მას მოვასმენინო, იქნებ რამე გაიგოს. იქნებ ჩამოვიდე ედგარის მეშვეობით ევოლუციის კიბეზე ცოტა დაბლა და იქნებ მან უფრო კარგად გაარკვიოს რას გვედავებიან ადამიანები, რომელიც უდიპლომო და უტვინო პროკურორის შენობაში იგივენაირი პროკურორები და გამომძიებლები რომ იყვნენ, ეს არ არის გასაკვირი. მაგრამ მაინც გადავწყვიტე ედგარს შეურაცხყოფა არ მივაყენო და გარეთ დავტოვო“, -განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, “რუსთავი2“-ის ყოფილ დირექტოს ნიკა გვარამიას ბრალად ედება, ტელეკომპანიის კუთვნილი თანხების მითვისებისა და ქონების გადამალვა.
11 აგვისტოს სასამართლომ გვარამიას 40 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.