„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.ინფორმაციას ამის შესახებ თავად ნიკა გვარამია ავრცელებს.
ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გაგზავნილი უწყება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გვარამია უწყებაში გამოკითხვაზე მოწმის სახით 6 დეკემბერს, 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
ნიკა გვარამიას განმარტებით, საქმე ეხება დამხობასთან დაკავშირებით მის სტატუსს, რომელიც სოციალურ ქსელში დაწერა.
„ერთი პოსტის გამო შეწუხდით ამხელა ხალხი? რა დონე პოსტები მცოდნია“, – წერს ნიკა გვარამია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.