„რუსთავი 2″ – ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას დაკითხვა თბილისის საქალქო სასამართლოში დასრულდა.
გვარამია ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით 2 საათზე მეტ ხანს აძლევდა.
სასამართლოში შეკრებილი იყვნენ ნიკა გვარამიას მეგობრები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები.
პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო უწყების შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. მათივე განმარტებით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.