ნიკა გვარამიასა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდის რაიონ სოფელ კახათში  95-ე უბანზე ნიკა გვარამიასა და ქართული ოცნების დამკვირვებელს შორის კამათი  მოხდა, რაც შემდგომში  ფიზიკურ დაპირისპირებაში  გადაიზარდა. 

უბანთან შეკრებილი ადამიანები გვარამიას დაუპირისპირდნენ, რის გამოც “რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ტერიტორიის დატოვება დაცვის თანხლებით  მოუწია.

ოცნების კოორდინატორი ქალბატონის ქეთევან სორდიას განცხადებით, გვარამიამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც სამედიცინო დახმარება სჭირდება.