პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა მელიას წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება საქმეზე მოპოვებული ჩვენებებია, რომელიც სამართალდამცავებმა მისცეს.
“რუსთავი2 -ის” ინფორმაციით, ამ მოწმეებს შორის არიან სუსის თანამშრომელი დავით ბარამაშვილი, ახმეტის პოლიციიის უფროსის მოადგილე ალექსი ბუიშვილი და შსს-ს თანამშრომელი ირაკლი შაიშმელაშვილი.
ამ საკითხზე კამათი იყო რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში, სადაც ერთმანეთს მამუკა მდინარაძე და რომან გოცირიძე დაუპირისპირდნენ
გოცირიძემ ამ პირების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მოიძია, მისი თქმით, მარტივი დასადგენია რომ ეს ადამიანები ქართული ოცნების აქტივისტები არიან.
სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის ამ წუთებშიც გრძელდება.