საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაზა პაპუაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.
ნიკა მელიამ და ზაზა პაპუაშვილმა ერთმანეთს შეურაცხყმოფელი სიტყვებით მიმართეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ინციდენტი პარლამენტის შესასვლელ კართან, სესიის დაწყებამდე მოხდა.
ზაზა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან არ დააკონკრეტა რას მოჰყვა კამათი.
ნიკა მელია აცხადებს, რომ არ აპირებს მოითმინოს ზაზა პაპუაშვილისგან შეურაცხყოფის მოსმენა.