“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა ვერაზე, ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა რურუას გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევით გახდა.
ნიკა რურუა 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ გახდა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიიდან. იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ასევე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე.
ნიკა რურუა იყო საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დაარსების იდეის ავტორი, რომელიც 2006 წელს გაიხსნა.
2009 წლის 9 დეკემბერს ნიკოლოზ რურუა დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. ეს თანამდებობა მას 2012 წლის 25 ოქტომბრამდე ეკავა.