ნიკა რურუას ხვალ დაკრძალავენ

 

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ყოფილ დეპუტატს ნიკა რურუას ხვალ დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში პოლიტიკოსის ძმამ გიორგი რურუამ გაავრცელა.

 

მისივე ინფორმაციით, პანაშვიდი დღეს, ზანდუკელის #21-ში გაიმართება, ხვალ კი, ნიკა რურუას ვერაზე მდებარე ეკლესიაში გადაასვენებენ, გამოსვენება და დაკრძალვა 15:00 საათზე მოხდება”.

“ასე ვამჯობინეთ დედაჩემის მდგომარეობიდან გამომდინარე“, – წერს ნიკა რურუას ძმა.

ნიკა რურუა 50 წლის ასაკში საკუთარ სახლში გუშინ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.