სამწუხაროდ, ჩოგბურთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურნირი როლან გაროსი ქართველი ჩოგბურთელისთვის წარმატებით არ წარიმართა. ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველივე ეტაპზე არგენტინელ ხუან ლონდეროსთან სამ სეტში 6:4, 6:1, 6:3 დამარცხდა. ხუან ლონდერო ATP რეიტინგში 78 ადგილზე იმყოფება, თუმცა ბოლო პერიოდში იგი სენსაციებით გამოირჩევა. მან 19 მაისს შვეიცარიაში გერმანელი ზვერევი 2 სეტში 6:4, 6:4 დაამარცხდა.
ბასილაშვილსა და ლონდეროს შორის პირველი სეტი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, თუმცა მესამე გეიმში ქართველმა საკუთარ ჩაწოდებაზე გეიმის მოგება ვერ შეძლო და ხუან ლონდერომ დაუბრეიკა, ამის შემდეგ კი მან საკუთარი ჩაწოდება არ დაკარგა. მეორე სეტში ყველაფერი ძალიან ცუდად დაიწყო, ნიკოოზმა პირველივე მოწოდება წააგო და თამაშში სადავეები დაკარგა. საბოლოოჯამში კი 6:1 დათმო სეტი. რაც შეეხება გადამწყვეტ სეტს, ქართველი ჩოგბურთელი ვერც აქ გამოირჩეოდა ჩვეული უძლიერესი ზუსტი დარტყმებით და საკუთარი მოწოდება ისევ დათმო, თუმცა მომდევნო გეიმში უმალ შეძლო სიტუაციის გამოსწორება და დაბრეიკება. თუმცა 3-5ზე საკუთარი მოწოდება ისევ წააგო და როლან გაროსს გამოეთიშა