ნიკოლოზ ბასილაშვილი სეზონში მესამე ტურნირზე იწყებს თამაშს. სოფიის ღია პირველობა ATP-ის 250-იანი სერიიდანაა და ქართველი ჩოგბურთელი იქ მე-5 ნომრად არის განთესილი. ბასილაშვილის მეტოქის ვინაობა დღეს გაირკვა. 5 თებერვალს პირველ წრეში ნიკა გერმანელ დანიელ ბრანდსს დაუპირისპირდება, რომელმაც წარმატებით გაიარა საკვალიფიკაციო ბადე. იგი რანგით 180 ჩოგანი.
31 წლის ბრანდსს ბასილაშვილი 5 წლის წინ შეხვდა ორ სეტში – 6:3, 6:3 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის გამარჯვებული მერვედფინალში მოქმედი ჩემპიონის მირზა ბაშიჩისა და მარტინ კლიჟანის შეხვედრის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ქართველი ჩოგბურთელი ამ დროისთვის მსოფლიო რეიტინგში 22 ადგილზე იმყოფება.