ნიკოლოზ ბასილაშვილმა, დუბაის ტურნირის პირველ შეხვედრაში მსოფლიოს მე-12 ჩოგანი, რუსეთის წარმომადგენელი, კარენ ხაჩანოვი 2 სეტში – 6:4, 6:1 დაამარცხა.ეს შეხვედრა ამ ჩოგბურთელებისთვის მე-5 იყო და ამ გამარჯვებით ბასილაშვილი რუს ჩოგბურთელთან ბალანსში 3:2 დაწინაურდა.დღევანდელი გამარჯვებით ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგშიც დაწინაურდა და ამ დროისთვის კარიერის საუკეთესო შედეგი – მე-19 პოზიცია დააფიქსირა.