ნინი ქარსელაძის კონცერტი ყვარლის მუნიციპალიტეტს 6 250 ლარი უჯდება

ნინი ქარსელაძის კონცერტს  ყვარლის მუნიციპალიტეტი ახალსოფლის დღესასწაულის აღსანიშნავად გამართავს.

კონცერტი  30 აპრილს გაიმართება და ის  ადგილობრივ ბიუჯეტს 6 249 ლარი უჯდება.

“რამდენადაც მომღერალი ნინი ქარსელაძე-ჟორდანია სარგებლობს დიდი პოპულარობით, ღონისძიების ფორმატის გათვალისწინებით, აღნიშნული კონცერტი შექმნის სადღესასწაულო განწყობას, როგორც მოწვეული სტუმრებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისათვის”, —აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მიერ მომღერალის კონცერტის გამართვის დასაბუთებაში.