დედამთილი, რომელმაც რძალი დააჭერინა ყვება როგორ დაკარგა ფული. ვიდეოს “რუსთავი 2” ავრცელებს. საქმე ეხება ზუგდიდში მომხდარ ფაქტს,ეთერ შენგელიას მტკიცებით, 26 წლის რძალმა მას 5 ათასი ლარი მოიპარა.ზუგდიდელი ქალის განცხადებით, ფული ჩანთაში ჰქონდა. ფულის გაუჩინარების შემდეგ, მან დასახმარებლად რძალს მიმართა, რომელმაც უპასუხა, რომ ის არაფერ შუაში არ იყო.
“ხელი ვატაკე ჩანთას ინსტიქტულარულად… ნინო არ მოკლა-მეთქი, ფული მაქვს მისაცემი და ფული “სუმკაში” არ არის-მეთქი, მომეხმარე ნინო…
…დედა დამანებე თავიო, რატომ მეუბნები მე რაში მჭირდებაო?”-განუცხადა ჟურნალისტებს დაზარალებულმა.
სამართალდამცავების მიერ ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ თითის ანაბეჭდები, რომელიც დედამთილის საფულეზე იყო, რძალს ეკუთვნოდა. ასევე, პოლიციის თანამშრომლებმა ნივთმტკიცებად დაკარგული თანხა ამოიღეს. 26 წლის ქალმა ბრალი აღიარა. ის ამ დროისათვის ზუგდიდი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
ბრალდებულის სასამართლოს პროცესი სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
{{VIDEO}}