“ნინო გვენეტაძე ამბობდა, რომ მასზე ზეწოლა ხდებოდა”-სახალხო დამცველი

ნინო ლომჯარიამ პარლამენტში მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით დეპუტატებს მოსაზრებები გააცნო.

ომბუდსმენმა სიტყვით გამოსვლა სასამართლო სისტემაში არსებული ვიტარების შეფასებით დაიწყო.

ნინო ლომჯარიამ სასამართლო სისტემაში  ზეწოლის ფაქტების არსებობაზე ისაუბრა  და უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან მოულოდნელი გადადგომის ფაქტი გაიხსენა.

„ალბათ, ყველას გვახსოვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო გვენეტაძე, ის სრულიად მოულოდნელად გასული წლის აგვისტოში გადადგა და მან მანამდე არაერთგზის გააკეთა განცხადება და აღნიშნავდა, რომ იყო ძალადობის მსხვერპლი იუსტიციის საბჭოს მხრიდან. ეს არის მისი სიტყვებია. ჩვენ არ მოგვისმენია დამაჯერებელი განცხადებები მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გადადგომასთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან ბევრ კითხვას აჩენს, მე პირადად შევხვედრილვარ ყოფილ მოსამართლეს, შევხვდი შარშან, რომელიც ამბობდა, რომ მასზე ზეწოლა ხდებოდა სასამართლოს თავმჯდომარის მიერ, რომელსაც, თავის მხრივ, ზურგს უმაგრებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ეს მოსამართლე საუბრობდა უამრავ პრობლემაზე, რომელსაც მას უქმნიდნენ და რაც აფერხებდა მის მოსამართლის მოვალეობის შესრულებას,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.