რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ნინო ქათამაძე მივიდა. მან აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ბოდიში მოუხადა მოსკოვში გამართული კონცეტრისთვის.
„ჩემი მთავარი ტკივილი დღეს, და მე ვფიქრობ რომ არა მარტო ჩემი ტკივილი რომელიც ძალიან ისეთი უდიდესია, რადგან მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე აუცილებლად ველოდებით დროს რომ შეცდომა , გადამეტება თუ რაც კი ხდება , ყოველთვის დაველოდოთ როდის გაფუჭდება სიტუაციას იმისთვის რომ თავი ავარიდოთ რაღაც პასუხისმგებლობას. ჩემი მთავარი ტკივილია ის რომ დავიჯერო ასი თვალი, ასი გარდაცვლილი ადამიანი გვჭირდება რომ ვაღიაროთ შეცდომა. დღეს ხომ თანამედროვე სივრცეში ყველაფერი ძალიან მკვეთრად ჩანს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალგაზრდები, რომლებიც დღეს აქტიურად ითხოვენ დამნაშავის დასჯას ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური,“-განაცხადა ნინო ქათამაძე.
მისივე თქმით, გახარია თუ ძლიერია უნდა გადადგეს. რაც შეეხება მოსკოვში გამართულ კონცერტს, ქათამაძე განმარტავს, რომ ამის მზიეზი 9 წლის გოგონაა, რომელმაც სიმსივნის გამო 5 წლის ასაკში გაიკეთა ოპერაცია და მხედველობა დაკარგა. ნონო ქათამაძის თქმით, ამ გოგონას სურვილი იყო, რომ ემღერა ნინო ქათამაძესთან.
„ნებისმიერი არგუმენტი ძალიან პატარაა იმ ტკივილის პირისპირ, რაც აქ მოხდა. იმდენად პატარა იყო რომ მე ის ვერ გავიმეტე, მაგრამ იმ დროს მე მქონდა საშუალება რომ მეთქვა რომ შესაძლებელი იყო რომ ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო და ძალიან ტკივილიანი კონცერტი,”აცხადებს ნინო ქატამაძე.
ნინო ქათამაძე 22 ივნისს მოსკოშვი კონცერტზე გამოვიდა, რასაც საქართველოში საზოგადოების ნეგატიური გამოხაურება მოჰყვა. დღეს ნინო ქათამაძემ გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც აქციის მონაწილებს მოუბოდიშა და ასევე განაცხადა, რომ ის მოსკოვში არასდროს იმღერებს. ნინო ქათამაძემ აღნიშნა, რომ ის იზიარეებს აქციის მონაწილეების მოთხოვნებს. მომღერალი ამბობს, რომ გახარია უნდა გადადგეს.