ნინო ქათამაძეს შესაძლოა რუსეთში შესვლა აუკრძალონ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია წერს. რუსეთის ფედერაციის საბჭოში ქათამაძის “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადებას ითხოვენ. ამ ინიციატივით დეპუტატი ალექსეი პუშკოვი წარსდგა. მისი განცხადებით ქათამაძეს რუსეთი სძულს, თუმცა ქვეყანაში ფულის გასაკეთებლად ჩამოდის რაც მიუღებელია. პუშკოვის ამ განცხადებამ დარბაზში აპლოდისმენტები დაიმსახურა, ხოლო საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ ამ იდეის ფორმალიზება მოითხოვა.
“პერსონ ნონ გრატა”- არის დიპლომატიაში გამოყენებული ტერმინი, რომელიც ეხება იმ პირს, რომლის ქვეყანაში ყოფნა აკრძალულია ან არასასურველია.
ქართველმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ რუსეთში 22 ივნისს Усадьба Jazz-ზე იმღერა, რის გამოც ის ქართველმა ხალხმა ის გააკრიტიკა. ამის შემდეგ ნინო ქათამაძემ სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა და ქართველ ხალხს მისცა პირობა რომ ეს იყო ბოლო კონცერტი რუსეთში ამის შემდეგ ის პარლამენტთან აქცია “სირცხვილიას” შეუერთდა და ქართველ ხალხთან ერთად გააპროტესტა რუსული ოკუპაცია.