“ახლა მე ვიტყვი, რომ ნინო სამყურაშვილი ჭამს ბავშვებს და დაუყოვნებლივ ვთხოვ პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება ნინო სამყურაშვილის წინააღდეგ… ეს ახლა სერიოზული იქნება? ზუსტად ასეთი უსაფუძვლო ბრალდებებია”, — ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვას, რომელიც მეუფე იაკობის განცხადებების ეხებოდა.
კილაძის თქმით, სასულიერო პირმა საკუთარ განცხადებებზე შენდობა ითხოვა და ყველა აბსურდულ ბრალდებებზე პროკურატურა გამოძიებას ვერ დაიწყებს.