ანსამბლ “სუხიშვილების” სამხატვრო ხელმძღვანელის, ნინო სუხიშვილის შესახებ გაერო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ნინო სუხიშვილს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება არ შეჩერებია.
ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორის, ლევან აკიმის მიერ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო სუხიშვილი გაეროს კეთილი ნების ელჩი სავარაუდოდ, ჰომოფობიური განცხადებების გამო აღარ არის.
,,საქართველოში გაეროს წარმომადგენლობას არ შეუჩერებია ნინო სუხიშვილისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება, როგორც ეს ზოგიერთ მედიაში გავრცელდა.
თითოეული კეთილი ნების ელჩისგან გაერო მოელის 2030 დღის წესრიგისა და მასში გაჟღერებული მთავარი მიზნის ,,არავინ ყურადღების მიღმა” განუხრელ დაცვას.
გაეროს წარმომადგენლობა გამოხატავს მადლიერებას ქალბატონი ნინო სუხიშვილისა და კიდევ ორი კეთილი ნების ელჩის მიმართ მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის. 2017 წლიდან მათი საქმიანობა ამ პოზიციაზე ემსახურება ქვეყანაში მდგრადი განვითარების 17 მიზნის ხელშეწყობას.
თვალსაჩინო ქართველი მოღვაწეები ასრულებენ კეთილი ნების ელჩის მოვალეობას ნებაყოფლობით. ეს საპატიო წოდება ენიჭება დროებით და ელჩები ექვემდებარებიან როტაციას”