ნინო თოლორდავა ამბობს, რომ ტელევიზიაში ბრუნდება, თუმცა იმედზე და არა რუსთავი2–ში

მაესტროს ყოფილი წამყვანი, ნინო თოლორდავა, რომელიც ბოლო ორი წლის მანძილზე თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა ტელეიმედში იწყებს მუშაობას. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის 9 საათიანი კურიერის წამყვანად განიხილებოდა და შეთანხმებაც უკვე პრაქტიკულად მიღწეული იყო, თუმცა საღამოს თოლორდავამ საკუთარ ფეისბუქზე დაწერა, რომ ტელევიზიაში ბრუნდება, თუმცა არა რუსთავი2–ზე, არამედ იმედზე.

“ძალიან გახარებული ვარ, რომ ამბავმა ჩემი ტელევიზიაში დაბრუნების შესახებ, ამდენი ადამიანის ინტერესი გამოიწვია. ვღებულობ უამრავ შეტყობინებას და ზარებს. მეგობრებო მინდა გითხრათ, რომ დავბრუნდი იქ სადაც ყოველთვის ვგრძნობდი რომ ჩემი ადგილია! სექტემბრიდან იმედზე ქრონიკაში შევხვდებით. მიყვარხართ “– წერს თოლორდავა.