ნინოწმინდის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ვრეჟ მურადიანი, ფეისბუქ-ლაივიში გავიდა რათა, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ეჩვენებინა. თუმცა საკრებულოს წევრი ლაივში მგლის კოსმონავტისა და სხვა ეფექტებით გამოჩნდა. ამის ამსახველ ვიდეოს “ნეტგაზეთი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ფეისბუქ-ლაივი ვრეჟ მურადიანმა 26 აგვისტოს გაუშვა. კადრებში გზის მშენებლობა ჩანს, რომელმაც ნინოწმინდა სოფელ პატარა გონდრასთან უნდა დააკავშიროს. თუმცა, ვიდეოს თანმდევი ეფექტების ფონზე, ყურადღებას სამუშაოებზე მეტად, თავად დეპუტატი იქცევს.