აქციის დროს დაშავებული პირებიდან ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.
„ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორის, გიორგი კორძახიას ინფორმაციით, პარლამენტის წინ აქციის დროს დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. მისი ინფორმაციით, კლინიკაში გუშინ 24 ადამიანი შეიყვანეს. აქედან ოთხ მათგანს ოპერაცია დასჭირდა.
შეგახსენებთ, პარლამენტის წინ სიტუაცია გუშინ სარამოს იმდენად დაიძაბა, რპმ პროცესები უმარტავი გახდა.
აქციის მონაწილეების დასაშლელად სპეცრაზმი გამოიყენეს. ისინი აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს უშვებდნენ, ასევე ისროდნენ რეზინის ტყვიებს, რის გამოც აქციის მონაწილეების ნაწილი მძიმედ დაშავდა. მომხდარის შედეგად დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. მათ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნებათ.