ნიუ-იორკში კორონავირუსთან დაკავშირებული კონფერენცია, კორონავირუსის გამო გაუქმდა

კორონავირუსთან დაკავშირებული კონფერენცია, სახელწოდებით „ბიზნესის კეთება კორონავირუსის ფონზე“, რომელიც ნიუ-იორკში უნდა გამართულიყო, კორონავირუსის გამო გაუქმდა. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

კონფერენცია, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა საბჭო მართავდა, პარასკევს იყო ჩანიშნული.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ გადაიდო ან გაუქმდა ყველა ის ღონისძიება, რომელიც საგარეო ურთიერთობათა საბჭოს 11 მარტიდან 3 აპრილის განმავლობაში უნდა ჩაეტარებინა.

შეგახსენებთ, ამ დროის worldometers-ის მონაცემებით, აშშ-ში ვირუსის 1010 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 30-ს გადააჭარბა.