ნოდარ მელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, ნოდარ მელაძე პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვაზეა მივიდა. მას იმ საქმეზე გამოკითხავენ, რომლითაც ნიკა გვარამიას ბრალი ედება რუსთავი2–ის დირექტორობის პერიოდში კომპანიის “კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებასა და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვაში”.

ნოდარ მელაძე ამჟამად “მთავარი არხის „ საინფორმაციოს ხელმძღვანელობს, რომელიც რუსთავი2–იდან წამოსულმა გუნდმა შექმნა. გამოკითხვაზე შესვლამდე ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ საქმის მიზანი, რომლის ფარგლებშიც ის გამოკითხვაზე დაიბარეს ორი ახალი ტელეარხის – მთავარი არხის და ფორმულას მუშაობის შეფერხებაა, რომლებიც რუსთავი ორის ქიბარ ხალვაშის ხელში გადასვლის შემდეგ არხიდან წამოსულმა და გამოშვებულმა თანამშრომლებმა შექმნეს.

ორი დღის წინ პროკურატურაში დაკითხეს რუსთავი2–ის საინფორმაციოს ყოფილი პროდიუსერი, გიორგი ლაფერაშვილი, კურიერის ყოფილი წამყვანი ზაალ უდუმაშვილი.

9 აგვისტოს ნიკა გვარამიას ბრალი რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის, საჩივრის საფუძველზე წარუდგინეს. ნინო ნიჟარაძემ მას შემდეგ, რაც არხი ქიბარ ხალვაშის ხელში გადავიდა წილი ისევე დაკარგა, როგორც კომპანიის სხვა დამფუძნებლებმა