ნოემბრიდან გაზზე რეგულაციები მკაცრდება

ნოემბრიდან ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის რეგულაციები მკაცრდება. ობიექტზე, მათ შორის საცხოვრებელ ადგილას, სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში საქმეში პოლიცია ჩაერთვება. გამკაცრებული რეგულაციის მიხედვით, აბონენტებს ფულადი ჯარიმა დაეკისრებათ. ფიზიკური პირები 50 ლარით, იურიდიული და საჯარო დაწესებულებები კი 500 ლარით დაჯარიმდებიან.

“თბილისი ენერჯის” წარმომადგენლების განმარტებით, პრევენციის მიზნით, გაზის გაჟონვის დეტექტორის მონტაჟი სავალდებულო გახდება. მათივე თქმით, უმჯობესი იქნება, თუ კანონპროექტით აიკრძალება დახურულ სივრცეებში ღია წვის კამერიანი დანადგარების მოხმარება.

„თბილისი ენერჯის“ განცხადებით, კომპანიებისა და მომხმარებლების პასუხისმგებლობა უნდა გაიმიჯნოს, რადგან უბედური შემთხვევების უმრავლესობა გაუფრთხილებლობით არის გამოწვეული.

აღსანიშნავია, რომ სანქციების ნაწილი სრულად მხოლოდ 2021 წლიდან ამოქმედდება.