ნორვეგიის სანაპიროსთან რუსების გაწვრთნილი ვეშაპი მიცურდა

ნორვეგიის ჩრდილოეთ სანაპიროზე ადგილობრივმა მეთევზეებმა თეთრი ვეშაპი შეამჩნიეს.ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ვეშაპი სამხედრო ობიექტიდან გამოუშვეს. ვარაუდს ამყარებს ის ფაქტი, რომ ვეშაპს ჰქონდა  სარტყელი წარწერით “სანკტ-პეტერბურგის აღჭურვილობა” და ვიდეოკამერის მისამაგრებელი მოწყობილობა.

საზღვაო ექსპერტებიც მიიჩნევენ,რომ ვეშაპი  რუსი სამხედროების მიერაა გაწვრთნილი. მათი განცხადებით, ვეშაპებს რუსეთი სამხედრო ოპერაციებში ჩასართველად იყენებს.

თვითმხილველი მეთევზის თქმით, ვეშაპი მოთვინიერებული იყო და საფრთხეს არ წარმოადგენდა, მეთევზეებს უფლებას აძლევდა მისთვის ხელი გადაესვათ. მათი ვარაუდით, ზღვის ცხოველი 
იმიტომ მიცურდა, რომ დახმარება და საკვები სჭირდებოდა. სარტყლის მოხსნის შემდეგ ვეშაპმა ნავს რამდენიმე წრე დაარტყა და უკან გაცურა.

ზღვის ცხოველების გაწვრთნა აპრობირებული მეთოდია ამერიკელებისთვისაც.CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო სამსახური დელფინებსა და ზღვის ლომებს იყენებს ზღვაში დაფარული ობიექტის მოსაძებნად.

მისი ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, ის აქ არის – ზურაბიშვილი მიშელზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი ნიშნავს, რომ...

საქართველოში COVID-19-ის 160 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 გარდაიცვალა. პირველი...

ევროპის კავშირი მოუწოდებს მხარეებს, მოხდეს სიტუაციის განეიტრალება – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ მხარეებმა სიტუაციის დიალოგით...

დიალოგი ერთადერთი გზაა ევროკავშირის დივიდენდების მისაღებად – ზურაბიშვილი

ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დასრულდა. ისინი ამ წუთებში ერთობლივ პრესკონფერენციას...

შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია მედიისთვის ერთობლივი...

ნახეთ რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან

1 მარტიდან საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი იხსნება. დღეიდან იხსნება: საბავშვო და...

ვენეციის არხები წყლის გარეშე–ქალაქში წყლის დონემ უკიდურესად დაიწია

ვენეციის მთავარ პრობლემად როგორც წესი წყალდიდობები ითვლება, თუმცა წელს რეკორდული მიქცევების გამო ცნობილ იტალიურ...

მესიჯი მომივიდა, რომ ოჯახში შემოგივარდებიანო – ვახო სანაია

ტელეწამყვანი ვახო სანაია აცხადებს, რომ მასზე და მის ოჯახზე ძალადობის შემდეგ, მას დაემუქრნენ, რომ...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო