ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები TV პირველის შენობასთან მივიდნენ

დღეს 11 ივლისს 8 საათზე  შს მინისტრ გიორგი გახარიას ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “რეაქციაში“, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებზე პასუხის გაცემა, ტელეკომპანიის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციის ფონზე მოუწევს.  ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები უკვე შეიკრიბნენ ტვ პირველის შენობასთან სადაც მოითხოვენ შს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. დღეს ანტისაოკუპაციო  აქციის მონაწილეებმა ბათუმში შს მინისტრს სიტყვით გამოსვლაში შეუშალეს ხელი ხოლო დღეს ტვ პირველში მის  მეორე გამოსვლასაც არ დატოვებენ ხმაურის გარეშე, განაცხადა აქციის ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.