“ნუ დაგვიპირისპირდებით!” – გიორგი ვაშაძემ პოლიციელებს მიმართა

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პოლიციას მიმართა და სთხოვა, რომ აქციის მონაწილეებს არ დაუპირისპირდნენ.

„ნუ დაგვიპირისპირდებით. გიყვართ სამშობლო, ჩვენც გვიყვარს სამშობლო. იმ კაცს არ უყვარს სამშობლო, რომ იცოდეთ, თორემ რაც გააკეთა, იმას არ გააკეთებდა. გთხოვთ, ნუ დაგვიპირისპირდებით“,- მიმართა პოლიციას ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, „პიკეტირება იქნება მალე“.

„პიკეტირება დღეს საღამოს იქნება. აქციის პარალალურად დავიწყებთ პიკეტირებისთვის მომზადებას“, – განაცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.