,,ამაღამ ნუ დამელოდები, გენაცვალოს დედა, რაც შემოსაგზავნია, ყველაფერს შემოგიგზავნი, მაგრამ მე რუსთაველზე უნდა ვიყო”,- 20 ივნისის ღამეს დაკავებულ ბესიკ თამლიანს დედამისმა, რუსუდან თამლიანმა მიმართა.
მისი თქმით, ის შვილის საპატიმრო დაწესებულებასთან ფოიერვერკების გაშვებას აპირებდა, მაგრამ რუსთაველზე, შვილმკვდარი დედების აქციაზე აპირებს გასვლას. ,,მინდოდა შენთან ერთად შევხვედროდი ახალ წელს, მაგრამ არ გამომდის, მე უნდა ვიყო რუსთაველზე, შვილო, არ გეწყინოს”,- ამბობს რუსუდან თამლიანი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ციხესთან სიმღერა ,,შავლეგო” უნდა ჩაერთო. ,,მამამისი მუსიკოსი კაცი იყო, ის უკრავდა, ეს მღეროდა ,,შავლეგოს” , ამიტომ მინდოდა სიმღერა ჩამერთო, რომ მამა-შვილს შორის ასოცირება მომხდარიყო”.
შეგახსენებთ, რომ ბესიკ თამლიანი გავრილოვის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.