“ნუ გააკეთებთ ისე, რომ ვარდების და ცოცხების რევოლუცია ქვების რევოლუციით დამთავრდეს“, – ეს განცხადება „პატრიოტთა ალიანსის წევრმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ ირაკლი კობახიძის კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ.
“5 წელიწადია სამართალს ვერ მივაღწიე, რადგან მურუსიძის კლანით არის შევსებული ჩვენი სასამართლო. ნუ გააკეთებთ ისე, როგორც პანკისში მოხდა და პანკისის ხეობის აჯანყება გამოიწვიეთ ბოლოს, ნუ გააკეთებთ ისე, მთელი საქართველო აგიჯანყდეთ, ვარდების და ცოცხების რევოლუცია ქვების რევოლუციით დამთავრდეს ბოლოს“, – განაცხადა კვიციანმა.