“ნუ გვესვრი” – ჟურნალისტების აქცია შსს-სთან (ფოტოები)

საქართველოში მოქმედი მედიის წარმომადგენლებმა 15:00 საათზე  აქცია გამართეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს ჟურნალისტებიც დაშავდნენ, ბევრ მათგანს დაზიანება რეზინის ტყვიებით ჰქონდა. 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების შედეგად მედიის 31 წარმომადგენელი დაშავდა.

ჟურნალისტების აქცია ასევე იმართება: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორში, ახალციხეში, ხარაგაულში, კახეთში.