“ნუ მაბრმავებ! რუსეთი ოკუპანტია!” – Open Air 2019 ოკუპაციისა და ძალადობის პროტესტით დაიწყო

21 ივნისს, Lisi Wonderland-ში, Tbilisi Open Air-ის საიუბილეო, მე-10 ფესტივალი დაიწყო. ფესტივალი ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ პროტესტით გაიხსნა.

პარლამენტთან მიმდინარე აქციების პარალელურად Open Air-იც მართავს ფესტივალს ლისზე, ორგანიზატორებმა აღნიშნეს რომ ისინი საერთოდ არ არიან საფესტივალო განწყობაზე ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო თუმცა ასეულობით არტისტი უკვე საქართველოში იმყოფება და ამ ფესტივალისთვის ემზადებიან, თუმცა ორგანიზატორების თქმით ისინი საკუთარ სათქმელს ფესტივალზეც დააფიქსირებენ. აღსანიშნავია რომ ფესტივალზე მოეწყო სივრცე სადაც პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებს პირდაპირ ეთერში უყურებენ და თვალს ადევნებენ მიმიდნარე მოვლენებს. Open Air-ზე ფეტივალის სტუმრები მთელი დღის განმავლობაში ავრცელებდნენ მიმართვებს ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ

“მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ნამდვილად არ გვაყენებს საფესტივალო განწყობაზე, ძალიან ვწუხვართ და ვბრაზობთ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო.Tbilisi Open Air არ არის მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი, ეს არის სივრცე, რომელშიც თავისუფლების, როგორც ყველაზე დიდი ღირებულების გარშემო გაერთიანებული ადამიანები იყრიან თავს, უკვე მეათე წელია.ამ დროისთვის უკვე ასეულობით არტისტი და სტუმარია ჩამოსული, საფესტივალო ქალაქი გაშენებულია და ჩვენ აუცილებლად ვიტყვით ჩვენს სათქმელს აქედან.Tbilisi Open Air 2019 იწყება, ვგმობთ ძალადობას და ვაღიარებთ მხოლოდ ერთადერთ ღირებულებას – თავისუფლებას!”- წერს “Tbilisi Open Air”-ის საორგანიზაციო ჯგუფი.

{{PHOTOGALLERY}}