“სტუმარი არ უნდა გააღიზიანო, უნდა გააკრიტიკო როგორც ძმა და შვილი“ – გიორგი კოხრეიძის პირველი ეთერი დირექტორის რანგში გადაცემის წამყვანთან კონფრონტაციის ფონზე წარიმართა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი გიორგი კოხრეიძე, ”მთავარში” სტუმრობისას, ჟურნალისტის კითხვაზე, ხელისუფლების წევრი სტუმრების მხრიდან ბოლო დროს მაუწყებლის მიმართ აშკარა აგრესიაზე, აცხადებს რომ არხმა ისეთი კომფორტული სიტუაცია უნდა შეუქმნას სახელისუფლებო პარტიის წევრ სტუმარს, რომ მას ეთერში მოსვლა სურდეს, ხოლო მაუწყებელი მისი აზრით ამ კომფორტს არ უზრუნველყოფს.
სარედაქციო პოლიტიკის დაკარგვა და ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე ღია ზეწოლა, ეს ის საფრთხეებია, რომელსაც მესამე სექტორი და მედია ექსპერტები, გიორგი კოხრეიძის მაუწყებლის დირექტორად არჩევის შემდეგ ხედავენ.
იგივეს აცხადებენ ოპოზიციურ სპექტრში, მათმა ნაწილმა მაუწყებლის წინ აქცია -პერფომანსიც გამართა, მიაჩნიათ, რომ 2020-ს არჩევნების წინ ხელისუფლებას არ სჭირდება დამოუკიდებელი მედია-საშუალება.