ნუცუბიძეზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მამაკაცი დაიჭრა

ნუცუბიძეზე, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

გავრცელებული  ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა  მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა და  ცეცხლსასროლ იარაღს წმენდდა. სავარაუდოდ მას იარაღი გაუვარდა.