ნუცუბიძის ქუჩაზე ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს, თუმცა პოლიციელებმა მათ სამანქანო მოძრაობის შეფერხების საშუალება არ მისცეს. ადგილობრივების პროტესტის მიზეზი 15 სართულიანი კორპუსის მშენებლობაა, ისინი სამშენებლო პროცესის შეჩერებას ითხოვენ.
კორპუსს “იბა-დელისი 3” აშენებს. კომპანიამ მშენებლობის ნებართვა მარტში აიღო და აპრილში უკვე დაიწყო მშენებლობა.