ქართული ოცნების ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომა დღეს საათნახევარს გაგრძელდა. მას ბიძინა ივანიშვილი, პრემიერი, მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და ოცნების მთელი შემადგენლობა ესწრებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოცნება ადასტურებს რომ სამთავრობო ცვლილებები იქნება. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით შეხვედრაზე უმრავლესობის წევრებმა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.
ოცნების წარმომადგენლები დეტალებზე არ საუბრობენ. თუმცა ცნობილია, რომ მამუკა ბახტაძე პრემიერის თანამდებობას ტოვებს. მის ადგილს შს მინისტრი გიორგი გახარია, ან ინფრასქტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაიკავებს. ბახტაძე განცხადებას ხვალ გააკეთებს.